ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ამობეჭდვა · 25 / 08 / 2018 19:44
ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძე, პორტუგალიის ქალაქ მონტემორში მიმდინარე კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
შესარჩევი ტური ქართველმა სპორტსმენმა, 200 მეტრიან დისტანციაზე გაცურვა მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ რუს ივან შტილს ჩამორჩა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლას შესარჩევი ეტაპის სამი საუკეთესო ნიჩბოსანი გააგრძელებდა, რაც ნადირაძემ შესანიშნავად მოახერხა და რუს და გერმანელ კონკურენტებთან ერთად პლანეტის საუკეთესო ნიჩნბოსნის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს.

კიდევ ერთმა ქართველმა, ბადრი ყაველაშვილმა, კაიაკით 200 მეტრიანი დისტანციის დაფარვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ფინალში პირველი ნომრით გავიდა.

ტეგები