განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 26 / 08 / 2018 12:32
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის  დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1965  წელს დაბადებული ე.კ. სარფში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 28 აბი „სუბოქსინი“  ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის  მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან  უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები