ფლორიდის სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
ამობეჭდვა · 26 / 08 / 2018 23:02
ფლორიდის სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ამერიკის შტატ ფლორიდაში, სადაც ხალხს ცეცხლი გაუხსნეს, სავარაუდო თავდამსხმელი მოკლულია. თავდამსხმელს ჰყავს თუ არა თანამზრახველები, უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯექსონვილში, გასართობ ცენტრში ერთ-ერთ ტურნირზე შეკრებილ ხალხს უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად, სავარაუდოდ, 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ადგილობრივი შერიფის ინფორმაციით, შემთხვევას ბევრი მსხვერპლი ჰყავს.

ტეგები