ახალი დეტალები ფლორიდაში მომხდარი თავდასხმის შესახებ
ამობეჭდვა · 26 / 08 / 2018 23:44
ახალი დეტალები ფლორიდაში მომხდარი თავდასხმის შესახებ

ამერიკის შტატ ფლორიდაში ხალხზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინციდენტი ჯექსონვილში მრავალფუნქციურ შენობაში მოხდა, სადაც გასართობ ცენტრში ვიდეოთამაშების ტურნირი მიმდინარეობდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხალხს ცეცხლი წაგებული თამაშის შემდეგ ერთ-ერთმა მოთამაშემ გაუხსნა, მერე კი თავი მოიკლა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

პოლიცია ხალხს უსაფრთხო ადგილების დატოვებას არ ურჩევს და თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველს ეძებს.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა, თუმცა ადგილობრივი შერიფის ცნობით, უფრო მეტი მსხვერპლია.

ტეგები