ტაივანში წყალდიდობის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 116 დაშავდა
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2018 11:26
ტაივანში წყალდიდობის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 116 დაშავდა

ტაინავის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 116 დაშავდა.

სტიქიის გამო დროებით თავშესაფრებში 600-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული.

სტიქიის გამო სასოფლოსამეურნეო სექტორს 18 მილიონზე მეტი დოლარის ზარალია მიადგა.

კუნძულზე წვიმა გასულ კვირას დაიწყო. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი მიმდინარე კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

ტეგები