მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დაიხურა
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2018 13:54
მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დაიხურა

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის გადაწყვეტილებით, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის განხილვა დაიხურა. მოსამართლემ ამის მიზეზად საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნები და არასრულწლოვნის გარდაცვალება დაასახელა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე გადაწყვეტილებას, მოსამართლის თქმით, აღნიშნული საჯარო იქნება.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

ტეგები