სასამართლომ მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2018 15:36
სასამართლომ მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში რჩება.

მანამდე მოსამართლე  ვაჟა ფუხაშვილმა სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის განხილვა დახურა.

შეგახსენებთ, 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

ტეგები