ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2018 17:56
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის 29 აგვისტოდან", - აღნიშნულია განკარგულებაში.

ტეგები