"სმიტების მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არსებობს" - პროკურორი
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2018 19:38
"სმიტების მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არსებობს" - პროკურორი

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არსებობს.
არჩილ ბედუკაძემ დღეს აღნიშნულ საკითხზე დეტალურად არ ისაუბრა და თქვა, რომ ყველა მტკიცებულება საქმის არსებით განხილვაზე იქნება გამოკვლეული.

"დაცვის მხარემ პროცესზე მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო მთლიანად შერჩეული აღმკვეთი ღონისძიების სახე. ჩვენი პოზიცია ითვალისწინებდა იმ აღმკვეთი ღონისძიების შენარჩუნებას, რაც შეფარდებული აქვს. არანაირი ახალი გარემოება არ არსებობდა იმისთვის, რომ პატიმრობა შეცვლილიყო. კობაურის მხრიდან არსებული საფრთხეები კი ძალაშია და მეტიც, მომატებულია. ამიტომ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე, ახალი გარემოებებიც", - აცხადებს ბედუკაძე.

ტეგები