ზაზა ფაჩულიას ბუღალტერმა 800 ათასი დოლარის მოპარა - საქმე სასამართლოშია
ამობეჭდვა · 28 / 08 / 2018 14:27
ზაზა ფაჩულიას ბუღალტერმა 800 ათასი დოლარის მოპარა - საქმე სასამართლოშია

NBA – ის ქართველი მოთამაშის, ზაზა ფაჩულიას ყოფილ ბუღალტერს 800 ათასი დოლარის მოპარვა ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რენდი უსოუ ზაზა ფაჩულიასა და მისი ცოლის ბუღალტერი 2004 – დან 2015 წლამდე იყო.

ბრალდების მიხედვით, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ბუღალტერი ფაჩულიას და მის ცოლს არწმუნებდა, რომ მათი გადასახადი იმაზე მეტი იყო, ვიდრე რეალურად უნდა გადაეხადათ. დარჩენილ თანხას ბუღალტერი მის მიერ კონტროლირებად ანგარიშზე დებდა.

ზაზა ფაჩულიამ და მისმა ცოლმა ბუღალტერს უჩივლეს. NBC წერს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 62 წლის ბუღალტერს სამართალდამცავები სახელმწიფო თანხების მითვესებასა და იდენტობის მოპარვას ედავებიან. გამოცემის ცნობით, რენდი უსოუ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
 

ტეგები