ბავშვების წაყვანა იძულების წესით მოხდა, დედას კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა - დევროზაშვილების ოჯახი ქუთაისში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 28 / 08 / 2018 17:04
ბავშვების წაყვანა იძულების წესით მოხდა, დედას კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა - დევროზაშვილების ოჯახი ქუთაისში გადაიყვანეს

რამდენიმე დღის წინ, სვანეთში დაკავებული ამირან დევნოზაშვილის ოჯახი სოციალურმა სამსახურმა ქუთაისში გადაიყვანა. ამის შესახებ "გურიანიუსი" წერს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ფსიქოლოგები იძულებული გახდნენ ასე მოქცეულიუვნენ, რადგან ბავშვების დედა, ფსიქოლოგებს ბავშვებთან მუშაობის უფლებას არ აძლევდა.

დედა ასევე უარს აცხადებდა დიაბეტიანი ბავშვებისთვის ინსულინის ნემსის გაკეთებაზე, რითაც საფრთხეს უქმნიდა ბავშვების სიცოცხლეს. მამის მსგავსად ასევე დედაც წინააღმდეგია ბავშვებმა სკოლაში იარონ. როგორც სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქუთაისში გადაყვანეს შემდეგ, უკეთ შეძლებენ ბავშვებთაბ ფსიქოლოგიურ მუშაობას.

ბავშვების წაყვანა იძულების წესით მოხდა, დედას კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

იანვარში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი გოგო 21 წლისაა, უმცროსი კი 7- ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.
~დევროზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს. რაც იძულებას გულისხმობს

ტეგები