ფილიპინებზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 28 / 08 / 2018 21:37
ფილიპინებზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა ფილიპინებზე აფეთქებისას. პოლიციის განმარტებით, 2 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

აფეთქება ქვეყნის სამხრეთით, კუდარატის პროვინციაში, ქუჩის ფესტივალზე მაშინ მოხდა, როდესაც მოტოციკლზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა რესტორანთან ახლოს ამოქმედდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 

ტეგები