კუს ტბის გზაზე სასტუმრო არ აშენდება - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2018 18:15
კუს ტბის გზაზე სასტუმრო არ აშენდება - კახა კალაძე

„კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მოპირდაპირე მხარეს სასტუმრო არ აშენდება. მსგავს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია“, - ამის შესახებ „ოტიუმთან“ მისულმა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მერის თქმით, შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ს მშენებლობის ნებართვა მერიამ რამდენიმე თვის წინ შეუჩერა და კომპანია სამუშაოებსნებართვის გარეშე აწარმოებდა.

„ჩვენ ახლა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რესტორან„ოტიუმის“ წინ, სადაც მიწის საძირკვლის ამოღების სამუშაოებიუნებართვოდ მიმდინარეობდა. ზედამხედველობის სამსახურშიშემოვიდა შეტყობინება და რეაგირება მყისიერად მოხდა. აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ადრე იყო გაცემული დაამჯერად ნებართვა გაბათილებულია. ჩემთვის კატეგორიულადმიუღებულია მსგავს ადგილებზე სამშენებლო პროექტებისგანხორციელება, მითუმეტეს კუს ტბის ტყეში. მე, როგორც ვიცი, აქსასტუმრო უნდა აშენებულიყო“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, ტერიტორიისმესაკუთრისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების საკითხზეიმუშაონ.

„მე, რა თქმა უნდა, მესმის მეპატრონის, ვისაც ეს მიწა თავის დროზენაყიდი აქვს. მისი ინტერესიც არ უნდა დავაზიანოთ. ჩემს მოადგილეებსვავალებ, რომ დღესვე დაუკავშირდნენ მას და დაიწყონ საუბარიადგილმონაცვლეობაზე. არსებობს რაღაც პრინციპები, რომელსაც არ უნდავუღალატოთ. ჩვენ ქალაქის განვითარების და მშენებლობის მომხრე ვართ, მაგრამ არა ისეთ ადგილებზე, რომლებიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“- განაცხადა კახა კალაძემ.

კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მიმდებარე ტერიორიაზემიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შეტყობინებათბილისის მერიის ცხელ ხაზზე დღეს შემოვიდა, რაზეც მერიისზედამხედველობის სამსახურმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა.სამსახურის ადგილზე მისვლის შედეგად სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით,დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, კომპანიის მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომები იქნება მიღებული.

ტეგები