სამგორში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2018 18:26
სამგორში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება

სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართებზე სამუშაოებს აწარმოებს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, ვარკეთილის ზემო პლატოს N40 კორპუსზე სართულშუა ნაპრალების ამოვსება განხორციელდა. ამჟამად მსგავსი სამუშაოები კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის
გამზირზე მე-2 კვარტლის N3 კორპუსში, ლილოს დასახლებაში, მე-4კვარტლის N7 კორპუსსა და ორხევში, მუხაძის N6/3-ში. უახლოესმომავალში სამუშაოები სხვა მისამართებზეც დაიწყება.ასევე, საცხოვრებელი კორპუსების შიდა წყალარინების ქსელებიცწესრიგდება. შვიდ მისამართზე წყალარინების მილები შეიცვალა, სამუშაოები კიდევ რვა მისამართზე მიმდინარეობს.

ტეგები