მალხაზ მაჩალიკაშვილს სუსში უკვე 8 საათია კითხავენ
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2018 20:47
მალხაზ მაჩალიკაშვილს სუსში უკვე 8 საათია კითხავენ

უკვე თითქმის 8 საათია სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. მაჩალიკაშვილი უწყებაში დღის 13 საათზე მივიდა და ამ დრომდე არ გამოსულა.

როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის სუს-ში მისვლას დღესი შემდეგ აღარ აპირებს:

"როგორც ყველანი ხედავთ, მე დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თავის გამასხარავებას.
მე ვაცხადებ, რომ აღარ მოვალ დაკითხვაზე. იძულებით თუ მომიყვანენ, მომიყვანონ. მე ამასაც შევეწინააღმდეგები. თუ უნდათ ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ. მე აღარ შემიძლია აღარც ფიზიკურად და არც მორალურად. თუ უნდათ დამაკავონ, მე ეს მირჩევნია, ვიდრე ამ შენობაში ვიარო," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა 

ტეგები