მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა დააკაონ - ზაზა სარალიძე სუსის შენობასთან მივიდა
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2018 22:12
მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა დააკაონ - ზაზა სარალიძე სუსის შენობასთან მივიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სუსის შენობასთან მივიდა, სადაც 8 საათზე მეტია მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. სალარიძე არ გამორიცხავს, რომ მაჩალიკაშვილი შესაძლოა ცრუ ბრალდებით დაკაონ.

„დღევანდელი ხელისუფლება ბევრ შეცდომას ჩადის არამარტო მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ჩემს წინაშეც. ამათგან გამორიცხული არაფერია, რადგან თავი იმართლონ სტრასბურგში ჩვენი ვიზიტის ჩაშლაზე. სრულიად უსაფუძვლოდ შეიძლება დააკავონ და ველოდებით ჩვენც თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. იმის მაგივრად, რომ შვილმოკლულ მშობლებს ხელისუფლება გვერდით დაუდგეს, აქეთ გვდევნიან და ტერორისტებად გვაცხადებენ“, - განუცხადა სარალიძემ ჟურნალისტებს.

ტეგები