27 ათასზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2018 12:12
 27 ათასზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ათასზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. 1500-მდე სტუდენტმა 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი.

აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელი). ამისათვის საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 9 3 3 33, მომსახურების საფასური 50 თეთრია.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსვლელი ქულები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდის შედეგი 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა.

 

ტეგები