ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება - ილია წულაია
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2018 12:26
ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება - ილია წულაია

სალესობპარლამენტო უმრაავლესობის წევრის, ილია წულაიას განცხადებიატ, საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება.

"როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა გახდა მიგრანტებისთვის და ბევრი უცხოელი არაკეთილსინდისიერად სარგებლობს არსებული რეგულაციებით. დღევანდელი კანონმდებლობით 35000 აშშ დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში უცხოელს შეუძლია მიიღოს საქართველოში ცხოვრების უფლება 1 წლით. ეს ზღვარი ჩვენი კანონპროექტით გაზრდილია 100 000 დოლარამდე. ასევე თუ დღევანდელი რეგულაციით უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც უნარჩუნდებოდა ერთწლიანი ბინადრობის უფლება, ახალი კანონით თუ უცხოელი გაასხვისებს უძრავ ქონებას ბინადრობის უფლების მოქმედების ვადაში, ის ავტომატურად დაკარგავს ამ უფლებას. ანუ ფიქტიური გადაყიდვები, მხოლოდ ბინადრობის უფლების მიღების მიზნით შეუძლებელი გახდება!", - განაცხადა წულაიამ.

 

ტეგები