12 ათასმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2018 12:57
12 ათასმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან არ გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 ათასმა აბიტურიენტმა.

იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ, 482-ია.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განმარტებით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
 

წელს სტუდენტი 27 ათასზე მეტი ახალგაზრდა გახდა.

ტეგები