ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2018 14:18
ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ მოსანახულებლად საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მიემგზავრება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. 

ტეგები