ძალადობაში ბრალდებული პროკურორი 5 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2018 19:41
ძალადობაში ბრალდებული პროკურორი 5 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

სამხედრო მაღალჩინოსანზე ძალადობაში ბრალდებული პროკურორი, გივი შენგელია 5 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს უკვე ყოფილმა პროკურორმა წყალტუბოში მისი მეგობრის მეუღლეს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირებაში, დასავლეთ საქართველოს პროკურატურის განყოფილების უფროსი გივი შენგელია და თავდაცვის სამინისტროს მე-3 ბრიგადის დაზვერვის ასეულის მე-2 ოცეულის მეთაური გიორგი მეტრეველი მონაწილეობდნენ. გივი შენგელია გიორგი მეტრეველს ღამით სახლში იუვარდა, ჯერ სცემა შემდეგ კი ესროლა.

ტეგები