ეთიოპიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2018 21:26
ეთიოპიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 18 ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია Fana იუწყება.

დაღუპულებიდან 15 სამხედრო მოსამსახურე და სამი სამოქალაქო პირია.

ავიაკატასროფა ორომიის რეგიონში, ადგილობრივი დროით, დილის საათებში მოხდა. სამხედრო ვერტმფრენი ქალაქ დირე-დაუადან ბიშოფტუშ, სამხედრო ავიაბაზაზე მიემართებოდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

ტეგები