ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2018 22:14
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, რასაც ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს, მას სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესი ჰქონდა, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის პრობლემები.

“ჰქონდა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესი. ასევე, აქვს სხვა ტიპის პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაზეც ამ მომენტში არ შემიძლია, მე ვისაუბრო დიაგნოზზე. იგი იქნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილი თავად ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, მისი გაყვანა გახდა საჭირო მეორედაც უკვე სხვა კლინიკაში და ჩაუტარდა გამოკვლევები.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მედიკამენტოზური მკურნალობა. შესაბამისად, თუ ამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, შემდეგ კიდევ გახდება საჭირო გამოკვლევებისთვის მისი გაყვანა,“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

ტეგები