იტალიაში ქალზე მოძალადე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 31 / 08 / 2018 10:55
იტალიაში ქალზე მოძალადე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ქალზე ძალადობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აყრდნობიათ 1tv.ge წერს.

გავრცელებული ცნობით,  კარაბინერებმა 24 წლის გ.ა. მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ნეაპოლის ქუჩაში ქალს სასტიკად უსწორდებოდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ჰოსპიტალში 10 დღე დარჩება.

გამოძიების ინფორმაციით, ქალმა უკვე დაწერა საჩივარი, სადაც ამბობს, რომ დაკავებული მას ხშირად სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა, თუმცა მსხვერპლს პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს. სასამართლომ დაკავებულს ერთი წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ტეგები