უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 31 / 08 / 2018 17:10
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5789 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5803 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.14 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0078 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0184 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.06 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3921 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.3539 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 სექტემბერიდან შევა ძალაში.
 

ტეგები