„5 სექტემბერს საბოლოო დასკვნას მივიღებთ“ - სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე
ამობეჭდვა · 31 / 08 / 2018 19:42
„5 სექტემბერს საბოლოო დასკვნას მივიღებთ“ - სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დორებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის სხდომები გაიმართება 1-ელ, 2, 3 და 4 სექტემბერს, ხოლო 5 სექტემბერს დასკვნას და რეკომენდაციებს უყრიან კენჭს.

„მუშაობის გრაფიკი იქნება ფორსირებული, რადგან საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია წარმოდგენილი. სხდომები დაიწყება ხვალ და გაგრძელდება 5 სექტემბრამდე. ხოლო 5 სექტემბერს პროექტს ვუყრით კენჭს. ამის შემდეგ მომდევნო პლენარულ სხდომაზე მოხდება დასკვნის წარდგენა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ტეგები