პიანისტმა დავით ალადაშვილმა საოკუპაციო ხაზთან დაუკრა
ამობეჭდვა · 31 / 08 / 2018 21:10
პიანისტმა დავით ალადაშვილმა საოკუპაციო ხაზთან დაუკრა

ახალგაზრდა პიანისტმა დავითვ ალადაშვილმა საქართველოში ტურნე, სახელწოდებით „მოძრავი პიანინო“ დაიწყო. რიგით მეთექვსმეტე კონცერტი პიანისტმა გორის მუნიციპლიტეტის სოფელ დიცში გამართა. ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

როგორც ალადაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, მისი მთავარი მიზანი იყო საუკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზდები წაეხალისებინა და სტიმული მიეცა. დიცის შემდგომ მუსიკოსი, გორის სამხედრო აკადემაიას ეწვევა, სადაც ჯარისკაცებისათის გამართავს კონცერტს. საბოლოდ ტურნე სვანეთში 9 სექტემბერს დასრულდება.

„დღევანდელი მოცემულობით, სამწუხაროდ, ეს არის დროებითი და ყალბი, მაგრამ მაინც საზღვარი, რომელიც მალე შეიცვლება. ჩვენ დიცში ვუკრავთ მთელი ცხინვალის რეგიონისთის, მთელი სამაჩაბლოსთვის. ასევე ჩვენ დაუკრავთ ენგურის ხიდზეც. რომელიც იქნება აფხაზეთისთის.“- განაცხადა ალადაშვილმა.

ტეგები