მიანმას სანაპიროზე „ხომალდი-მოჩვენება“ იპოვეს
ამობეჭდვა · 01 / 09 / 2018 12:42
მიანმას სანაპიროზე „ხომალდი-მოჩვენება“ იპოვეს

მიანმაში, იანგონის სანაპიროზე მეთევზეებმა იპოვეს კონტეინერების გადასაზიდი დაჟანგული ხომალდი, რომელშიც ვერც ადამიანი ნახეს და ვერც საკვები.

ხომალდი, რომელსაც სახელად Sam Ratulangi PB 1600 აწერია, 2001 წელსაა აგებული და სიგრძით 177 მეტრია.

„ხომალდი სანაპიროზე იდგა და ინდონეზიის დროშას ატარებდა“ - წერია იანგონისპოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიანმას მეზღვაურთა ფედერაციის ინფორმაციით, ხომალდს მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემა არ აქვს და მუშაობს. ის ბოლოს ტაივანის სანაპიროზე, 2009 წელს აღრიცხეს.

ტეგები