„დინამო ბათუმი“ გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2018 10:34
„დინამო ბათუმი“ გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

„დინამო ბათუმი“ გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ს.კ. "დინამო" ბათუმი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. "ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ, ეს თანასწორი თამაშია" 

წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად ! 
#გურამშენთანვართ #EQUALGAME #37GK #არაძალადობას", - წერია გამცხადებაში.

 

ტეგები