იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2018 12:52
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს. ამის შესახებ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge წერს.

გავრცელებული ცნობით, საქმე ეხება 1-ელ სექტემბერს, ქალაქ ავეტრანაში მომხდარ ინციდენტს. კარაბინიერებმა დააკავეს 40 წლის ქართველი, რომელიც მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ბ. დანით დაესხა თავს გერმანიის მოქალაქეს და ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. დაჭრილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც კარაბინიერებმა დაადგინეს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველის მიერ ნაქირავებ ბინაში სახლის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი მივიდნენ. მათ გ.ბს ქირის გადახდა მოთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

დაკავებული ქართველი, ტარანტოს ციხეშია გადაყვანილი. გამოძიების ცნობით, ის მანამდე ნასამართლევი იყო.

ტეგები