ფოთში 84 წლის დედაზე მოძალადე ქალი დააკავეს
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2018 14:08
ფოთში 84 წლის დედაზე მოძალადე ქალი დააკავეს

ფოთში, ნინოშვილის უბანში ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე, 60 წლის ქალი 84 წლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.

დაზარალებულის განაცხადებით, შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, მას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

60 წლის ქალი პატრულმა განყოფილებაში გადაიყვანა.

შშს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და ოჯახში ძალადობის ბრალდებით რ.მ. დააკავეს. გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ტეგები