„ეროვნული ერთობის“ ლიდერს ბრალი წარედგინა
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2018 18:10
„ეროვნული ერთობის“ ლიდერს ბრალი წარედგინა

"ეროვნული ერთობის“ ლიდერს გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ტეგები