ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2018 18:46
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შტატ უტარ-პრადეშში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა და 12 მძიმედ დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  6 ადამიანი მეხის დაცემის გამო დაიღუპა.

გარდა ამისა, სტიქიამ ასეულობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

ინდოეთში მუსონური წვიმები ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. არესბული სტატისტიკით, სტიქიას უკვე შეეწირა 1000-ზე მეტი ადამიანი.

ტეგები