"მუშაობით დაღლილმა ქართველმა ემიგრანტმა გოგონამ ძილის წამლები დალია და ვერ აღვიძებდნენ"
ამობეჭდვა · 03 / 09 / 2018 13:50
"მუშაობით დაღლილმა ქართველმა ემიგრანტმა გოგონამ ძილის წამლები დალია და ვერ აღვიძებდნენ"

საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი მადონა თედორაძე სოციალურ ქსელში ქართველი გოგონას შესახებ პოსტს აქვეყენებს:

"ამ დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა. ექვსი არ იყო. შევშინდი. ნეტა საქართველოდან არ იყოს. არა, აქვე, გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობენ ქართველი გოგონები, დები არიან. უფროსი მირეკავს, თათიამ ძილის წამალი დალია და ვერ ვაღვიძებო.

გავიქეცი.

სახლის წინა კორპუსში პატარა მინი-მარკეტი აქვთ ასაკიან ბერძენ ცოლ-ქმარს, წლებია მათგან ვვაჭრობთ. მუხუცი უკვე აღებდა დარაბებს. გაოცებულმა გამომძახა, ხომ მშვიდობააო. მოვასწარი- არა, კირიე კოსტა- მეთქი და მეტი არ დავყოვნდი.

იღლებიან ეს ბავშვები. დილიდან დაღამებამდე სახლებიდან სახლებში დადიან დალაგებაზე. უმცროსი უფრო სუსტია.

ბოლო დროს უძილობაც დასჩემდა. აუღია ერთდღიანი დასვენება. ძილის წამალიც წამოუღია რომელიღაცა ბებოსგან 

და, რადგანაც ერთმა და ორმა ვერ დააძინა, მიუყოლებია რამდენიმე.

ვეღარ აღვიძებს მისი და, ვერც მე გავაწყვე ვერაფერი. ფეხდაფეხ მომყვა მოხუცი კოსტაც. მან გამოიძახა სასწრაფოც. ისიც უთხრა, დამამშვიდებელი მიიღოო.

სასწრაფოს, თავისი მხრიდან, პოლიციისთვის შეუტყობინებია

თავის დაზღვევის მიზნით, იქნებ ტოქსომანებთან აქვთ საქმე. მე ისევ გავიქეცი და ჩემი საბუთები მოვიტანე, რომ მოითხოვონ, მე მაინც ვიქნები საბუთიანი-მეთქი.

ექიმებმა კი მალევე მოიყვანეს გოგონა გონს. საოცრად მოწესრიგებული, სანიმუშო სისუფთავე და გარემო რომ ნახეს, პოლიციამ უკან დაიხია. და მაინც, ყოყმანებდნენ წაეყვანათ

თუ- არა გოგონა განყოფილებაში- ტიპიური ფორმალობააო.

მაშინ ბატონმა კოსტამ მიმართა პოლიციელებს და ექიმებსაც:

წლებია ამ ქალბატონს ვიცნობ, აქვე უმძიმეს დაავადებულს უვლის და მის ოჯახს, მსგავსი ალითინი კირია (ნამდვილი ქალბატონი) ცოტა მეგულება, თქვენ იქნებთ არც გყავდეთ ნანახი, ახალგაზრდები ხართო. ეს გოგონებიც დილაუთენია სამუშაოდ გადიან და ღამით შემოდიან გასავათებულები, ამათი ცოდვით არ ვარ, მეც მყავს შვილები და ამათ ან გართობა არ უნდათ, ან კვირა, ან რამე? ვუკვირდები და ამათ სახეზე ნამდვილი ღიმილი არ მინახავს.

ესენი აქ გასართობად არ არიან ჩამოსულნი- ირთანე ია ეპივიოსი (გადარჩევისთვის ჩამოვიდნენ)....

...

ასეა, გგონია, ვინ გხედავს, ვინ გამჩნევს, ვინ გიცნობს, თურმე არაფერი გამორჩენიათ...

მადლობა გადავუხადე ია კალა ლოგია(კარგი სიტყვებისთვის) არაფერია, ტინ ალითია იპა(სიმართლე ვთქვიო) მშვიდად მიპასუხა.

გადავურჩით განყოფილებას და ხათაბალას. ღმერთსაც და 

ადამიანების მცოდნე ადამიანებსაც დიდება!".