ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2018 10:02
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ერთი წლის წინ სკოლის შენობაში ჩატარებული რეაბილიტაციის დროს, შეკიდული ჭერი ისე გაკეთდა, მისი გამაგრება არ მომხდარა.

შენობაში რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ უნდა განახორციელოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სადაც წერია, რომ სკოლაში ჭერი უნდა გამაგრდეს. ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.

ტეგები