სუსი C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2018 14:52
სუსი C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა

C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.

ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

უწყება სწავლობს, რამდენად სწორად ჩამოიწერა ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების ჩამოწერა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცახდებით ამ შემთხვევაში გამოძიება პრევენციული ხასიათისაა.

დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტები, რომლებიც პაციენტების ნაკლები რაოდენობის გამო ზედმეტი დარჩა, დონაციის პრინციპით სხვა ქვეყნებს გადაეცა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ამ წამალს დონაციის პრინციპით ვიღებთ, ასეთი მასშტაბის პროექტები ყოველთვის კონტროლდება საგამოძიებო თუ მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. მაკონტროლებს და მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს, მოქმედების ერთნაირი პროტოკოლი აქვს", - განაცხადა მინისტრმა.

ტეგები