დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2018 19:11
დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ტ.გ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, ტ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს დედას – გ.კ.-ს თავის არეში მობილური ტელეფონი ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტ.გ.-ს ქმედებით დაზარალებულს მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

სამართალდამცველებმა ტ.გ. 2018 წლის 19 მაისს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა. ბრალდებულ ტ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ტ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ტეგები