"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - სტრასბურგში მორიგი სარჩელი დარეგისტრირდა
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2018 19:42
"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - სტრასბურგში მორიგი სარჩელი დარეგისტრირდა

არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობი- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ შეტანილი მორიგი სარჩელი დარეგისტრირდა.

საქართველო რუსეთს ეთნიკური ქართველების დევნაში, უკანონო დაპატიმრებაში, წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს. სარჩელის თანახმად, სამივე მოქალაქეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და წამებით მოკლეს იმ პირებმა, რომლებზეც პასუხისმგელობა რუსებს ეკისრებათ.

2007 წლის შემდეგ ეს უკვე მეოთხე სარჩელია, სათაურით "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომლითაც ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

ტეგები