„მოვუწოდებთ ყველას, არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს“ - ლადო სადღობელაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2018 23:56
„მოვუწოდებთ ყველას, არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს“ - ლადო სადღობელაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„საგანგებო განცხადება!!!

- საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გაუწყოთ, რომ მე ლადო სადღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა პოლიტიკური თუ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე, დავტოვეთ "ქართული მარში"!

- 9 სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი თარიღია... მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ ისტორიული სახელი, ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ.

- ჩვენ, მე ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი ვგმომთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას ... არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ "პროვოკაციას", მოვუწოდებთ ყველას! არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ არეულობას ისახავს, მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას.

პს. სინამდვილეში მართმადიდებელობა შემწყნარებლობას და სიყვარულს ქადაგებს... პატივისცემით ლადო სადღობელაშვილი!“

ტეგები