ესპანეთში საქართველო 3 მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2018 12:21
ესპანეთში საქართველო 3 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში 11 სახლის გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ 1tv.ge ესპანურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოძიების ინფორმაციით, დაპატიმრებულია 39, 46 და 47 წლის მამაკაცი. მათ ბინები აგვისტოს პირველ ნახევარში გაქურდეს.

სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილები ბინის კარში პლასტმასის მარკერებს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ იმყოფებიან თუ არა სახლში მეპატრონეები.

დამნაშავეების დაკავების დროს პოლიციამ მათ აღმოუჩინა ინსტრუმენტები, რომლებსაც ისინი ბინებში შესაღწევად იყენებდნენ. ამავე დღეს პოლიციამ დააკავეს ორი იტალიელი ქალი. 18 და 19 წლის ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ბინის კარის გატეხვას ცდილობდა.

ტეგები