უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2018 17:27
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

5 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6165 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5844 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.21 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0323 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9868 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.55 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3926 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3554 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 სექტმბრიდან შევა ძალაში.

ტეგები