იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2018 23:16
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მაგნიტუდით 6.7 მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კუნძულ ჰოკაიდოზე, ქალაქ საპოროსთან დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სტიქიის შემდეგ ცუნამის საფრთხეც არ გამოცხადებულა.

ტეგები