ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტი 42 მისამართზე ხორციელდება
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2018 16:08
ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტი 42 მისამართზე ხორციელდება

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 42 მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, ხორციელდება სადარბაზოების რემონტი, სართულშუა ნაპრალების, სახურავების, წყლისა და წყალარინების ქსელების და კიბეების რეაბილიტაცია.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 661 214
ლარი გამოიყო.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, მათ განხორციელებაზე 577 480 ლარი დაიხარჯა. შედეგად, ინფრასტრუქტურა 52 მისამართზე განახლდა.
პროექტების დაფინანსების პროცესში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ანგარიშებზე დაგროვილ თანხებსაც მოქალაქეები საერთო ინფრასტრუქტურის
მოსაწესრიგებლად აქტიურად იყენებენ, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ტეგები