საქართველომ აშშ-ში კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება განახორციელა
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2018 00:33
საქართველომ აშშ-ში კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება განახორციელა

საქართველომ აშშ-ში ჰაკერულ თავდასხმაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის, ანდრეი ტიურინის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საიდუმლო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს და ვაშინგტონის მოთხოვნით, აშშ-ს გადასცეს.

ძალოვანი უწყების განმარტებით, რუსეთის მოქალაქეს ბრალად ედება აშშ-ის ფინანსური სტრუქტურების, საბროკერო ფირმებისა და ფინანსურ საკითხებზე მომუშავე მედიასაშუალებების კომპიუტერული სისტემებზე კიბერთავდასხმა.


 

ტეგები