ბრიტანეთში დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს თავს დაესხა
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2018 20:20
ბრიტანეთში დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს თავს დაესხა

დიდ ბრიტანეთში ქალაქ ბარნსლის ცენტრში დანით შეიარაღებული ქალი ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს თავს დაესხა. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 8 საათსა და 20 წუთზე მოხდა.

დაშავებული შუა ხნის კაცია. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
 

ტეგები