1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული - ავარია დუშეთში
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2018 21:50
1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული - ავარია დუშეთში

1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული - ავარია დუშეთის მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც სომხეთის მოქალაქე იყო.

შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ტეგები