"ტრიბუნებიდან ნებისმიერი არასპორტული საქციელის გამო, უეფა-ს შეუძლია თამაშის შეწყვეტა" - ლევან კობიაშვილი გულშემატკივარს აფრთხილებს
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2018 12:31
"ტრიბუნებიდან ნებისმიერი არასპორტული საქციელის გამო, უეფა-ს შეუძლია თამაშის შეწყვეტა" - ლევან კობიაშვილი გულშემატკივარს აფრთხილებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გულშემატკივარ მოუწოდებს დაუდგეს გვერდით საქართველოს ნაკრებს და თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის პროვოკაციისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში  ლევან კობიაშვილი მინიშნებებს აკეთებს უეფა-ს სანქციებზე, რომელიც ნაკრებს ელის. კერძოდ, უეფა იტოვებს უფლებას ტრიბუნებიდან ნებისმიერი პროვოკაციის დროს, შეწყვიტოს მატჩი და თამაში საქართველოს ნაკრებს წაგებად ჩაეთვლება. 
 
რამდენადაც ცნობილია, დღევანდელი მატჩის პარალელურად გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავს „ქართული მარში,“ თუმცა მოძრაობა მზად არის გურამ კაშიას მხრიდან ბოდიშის მოხდის შემთხვევაში, გააუქმოს დაგეგმილ აქცია.
 
„ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია ნაკრების მატჩები. უსაფრთხოება ნებისმიერი ადამიანის ვინც სტადიონზე იქნება, გულშემატკივარს ვგულისხმობ. ეს არის ოფიციალური მატჩი და თავისთავად ამ თამაშს ჰყავს თავისი დელეგატი და ზუსტად აქედან გამომდინარე ვსაუბრობ. ნებისმიერი რაღაც არასპორტული საქციელი, რომელმაც შეიძლება  რაიმე სახის ნეგატივი გამოიწვიოს შეიძლება,  ძალიან მკაცრად იქნას შეფასებული. ამას წყვიტავს უშუალოდ დელეგატი. თუ რაიმე სახის ქმედება ხდება ტრიბუნაზე შეუძლია ასევე თამაშის ჩაშლა. თამაშის შეწყვეტა რომელსაც ვიტყოდი, რომ იქნება კატარსტროფა ჩვენთვის. ჩვენ ეს არ გვჭირდება და მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეული გულშემატკივარი გაითვალისწინებს  თავის პასუხისმგებლობას და პირველ რიგში მოვა იქ იმიტომ, რომ ჩვენ ნაკრებს დაუდგეს გვერდში და ვიზეიმოთ გამარჯვება,“-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
 
საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს უეფა-ს ერთა ლიგის მატჩზე ლატვიას დაუპირისპირდება.