რუსი ტურისტები ბოდბის მონასტერში საცურაო კოსტუმებით მივიდნენ (ფოტო)
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2018 14:12
რუსი ტურისტები ბოდბის მონასტერში საცურაო კოსტუმებით მივიდნენ (ფოტო)

ბოდბის მონასტერში რუსი ტურისტები საცურაო კოსტუმებით მივიდნენ - ფაქტის ამსახვლე ფოტოს ფეისბუქის მომხმარებელი ნინო მაჭარაშვილი ავრცელებს და პოსტს წერს. როგორც პოსტიდან იკვევა, მონასტრის ტერიტორიაზე, ასეთი ჩაცმულობის გამო, რუსმა ტურისტებმა შენიშვნა მიიღეს, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ტერიტორია დატოვეს.

"დღეს ვიყავით საოცარი ამბის მომსწრენი. ბოდბის მონასტერში წმინდა წყალთან რიგში დგომის დროს, შემოვარდა შავი ჯიპი რუსული ნომრებით... გამოვარდნენ ქალი და კაცი საცურაო კოსტუმებით (პირდაპირ პლაჟიდან) და შეუერთდნენ მომლოცველებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. შენიშვნა მისცეს, რამაც პირიქით მათი აგრესია გამოიწვია (როგორც სჩვევიათ ხოლმე ოკუპანტებს) და დემონსტრაციულად დატოვეს ტერიორია. აი, რისი გადაღებაც შევძელით", - წერს ნინო მაჭარაშვილი.

Nino Macharashvili-ს ფოტო.Nino Macharashvili-ს ფოტო.