10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2018 21:44
10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ზედმეტი ემოციები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში შეგიშლით ხელს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ნეგატივზე. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსურ და საგადასახადო საკითხების მოგვარებას. 

 

კურო

დღეს სხვათა საქმეებს საკუთარზე წინ დააყენებთ, მაგრამ ეცადეთ, არ მოექცეთ გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, საოჯახო ბიუჯეტი. 

 

ტყუპი

ყველა დაწყებული საქმე დაასრულეთ, გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისა და ადამიანებისგან. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

 

კირჩხიბი

წარმატებული დღე გელით. სიბეჯითითა და შრომისმოყვარეობით გარშემო მყოფებში ავტორიტეტს მოიპოვებთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. 

 

ლომი

მოთმინებით აღიჭურვეთ, მოიმატებს გაღიზიანება, ეჭვები. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუ არ მოგწონთ არსებული სიტუაცია, შეცვალეთ იგი. 

 

ქალწული

იყავით ქარიზმატული, ოპტიმისტური. კარგი დღეა კომპლექსების დასაძლევად. დახმარებას გაგიწევენ მეგობრები, ნათესავები. ეცადეთ, თავადაც კეთილი საქმეები აკეთოთ. 

 

სასწორი

ოპტიმიზმით აივსეთ და დაივიწყეთ წარსული უსიამოვნება. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. შეიძლება ფული ძვირად ღირებულ ნივთებში დააბანდოთ. 

 

მორიელი

იყავით რეალისტი და არა პესიმისტი. კარგი დღეა იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. 

 

მშვილდოსანი

წარმატებით მოგვარდება ფინანსური, საოჯახო საკითხები და საგადასახადო კამათი. ზოგიერთს დაწინაურება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის. 

 

თხის რქა 

დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ, წარმატებული დღე გელით. დარწმუნდით, რომ თქვენი რისკი გამართლებულია. სოლიდური კომპანია ან წარმატებული ადამიანი დაინტერესდება თქვენით. 

 

მერწყული

გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც გაბუტული ხართ. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ, ვისთანაც საერთო ინტერესები დაგაკავშირებთ. 

 

თევზები

გააუმჯობესეთ ურთიერთობება უცხოელ პარტნიორებთან, დამკვეთებთან. ზოგიერთი ტურისტული ან სასტუმრო ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს. შეგიძლიათ, ფული ძვირად ღირებულ ნივთებში დააბანდოთ.