გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას და ცააძის შეწყალებას გეგმავს
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2018 22:10
გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას და ცააძის შეწყალებას გეგმავს

მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე "იმედის კვირასთან" პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა, შეიწყალებს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ის აპირებს "შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და დანარჩენი პოლიტპატიმრები, რომლებიც ციხეში არიან, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიორგი ცააძე".

"იმიტომ, რომ მორჩა უკვე.. პოლიტიკური დევნა საქართველოში უნდა დამთავრდეს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.